ინფორმაცია

საერთო ფართი - 77.7 კვ.მ

შიდა ფართი  - 58.4 კვ.მ

საზაფხულო ფართი - 14.3 კვ.მ

სტუდიო - 26.5 კვ.მ

საძინებელი 1 - 13.7 კვ.მ

საძინებელი 2 - 12.0 კვ.მ

სველი წერტილი - 4.0 კვ.მ

ბინა საბურთალოზე

სესხის კალკულატორი

Landmark Jiqia -ს უნიკალური არქიტექტურა აერთიანებს ა კლასის ბიზნესს ცენტრს და თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსს. ბინა საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას N2 ში მდებარეობს და ერთ სივრცეში აერთიანებს თანამედროვე ლობის კონსიერჟის სერვისით, ბიზნეს ლაუნჯს, საკონფერენციო დარბაზს, გამწვანებულ ვერანდებს, კაფეს, სუპერმარკეტს და 2 დონიან მიწიექვეშა პარკინგს.

ლენდმარკ ჯიქიას მრავალ უპირატესობათა შორის ერთ­ერთი გარემოა. სახლი საბურთალოზე ეკოლოგიურად სუფთა და  უსაფრთხო გარემოში მდებარეობს; მშვიდი საცხოვრებელი სივრცე დაცვის განსაკუთრებული სისტემით გამოირჩევა; კონსიერჟის სერვისთან ერთად დიდი ლობი შეხვედრებისთვის იდეალური ადგილია. ბინა საბურთალოზე მოიცავს გამწვანებულ ვერანდებს, კაფეტერიას, საკონფერენციო დარბაზს და 2 დონიან  ავტოსადგომს. პროექტის მთავარი იდეაა შევქმნათ საცხოვრებელი სადაც ყველაფერია ერთ სივრცეში. 

 

გადახდის პირობები: ბინის შეძენა შესაძლებელია ერთიანი გადახდით, იპოთეკური სესხით ან შიდა უპროცენტო განვადებთ.

შიდა განვადების პირობები: პირველადი შემოსატანი 10%

საბანკო განვადება - პროექტი სრულად დაფინანსებულია საქართველოს ბანკის მიერ. შეგიძლიათ ისარგებლოთ სუბსიდირების სახელმწიფო პორგრამით და 20 წლამდე იპოთეკური სესხით.

საცხოვრებელი კორპუსი პოლიტკოვსკაიას ქუჩის (ყოფილი ჯიქიას) დასაწყისში მდებარეობს. ტერიტორიის სიახლოვესაა მეტრო უნივერსიტეტი, სავაჭრო და საკვები ობიექტები, უნივეტსიტეტი, საჯარო სკოლა, კლინიკა

მშენებლობის ახალი სტანდარტი
შენობის ფასადი გაწყობილია FunderMax -ის კომპოზიტური პანელით და გათვლილია ყველა სეზონზე, რაც ამცირებს შენობის თბოდანაკარგს. Landmark Jiqia ენერგოეფექტურია, რას იმას ნიშნავს, რომ ენერგორესურსების ხარჯები 35-40% ით შეგიმცირდებათ. ხმის სრული იზოლაცია სართულებსა და ოთახებს შორის სპეციალური შრეებით არის უზრუნველყოფილი. გერმანული კომპანია HUECK-ის კარ-ფანჯარა ალუმინისგან არის დამზადებული, რომელიც უზრუნველყოფს ხმისა და ტემპერატურის მაქსიმალურ იზოლაციას. სლაიდური (გასაწევი) ტიპის კარი შეგიქმნით კომფორტს და დაგიზოგავთ სივრცეს ბინაში. Landmark Jiqia -ს მაცხოვრებლებს KONE -ს 3 სწრაფმავალი ლიფტი მოემსახურება, რაც სწრაფად გადაადგილების საშუალებას აძლევს. ამასთანავე ლიფტები ყოველთვის უზრუნველყოფილი იქნება ელექტროენერგიით.

უსაფრთხოება
შენობა სრულად შეესაბამება ამერიკულ სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს.
Landmark Jiqia -ს ყველა საერთო მოხმარების სივრცეში დამონატაჟებულია ხანძარსაწინააღმდეგო სპრინკლერები, რომელიც რეაგირებს ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებაზე.
ყველა ბინის მთავარი კარი აღჭურვილია სამმაგი ჩაკეტვის სისტემით და ცეცხლგაუმტარი მასალისგან არის დამზადებული.
სეისმოლოგია - შენობა სრულად შეესაბამება Eurocode 8 სეისმოლოგიურ ნორმებს.
ვიდეო კონტროლი - ყველა ბინა აღჭურვილია ვიდეო დომოფონით, ტერიტორიაზე კი ხორციელდება 24 საათიანი ვიდეო მონიტორინგი.
2 დონიანი მიწისქვეშა პარკინგის -ტერიტორია აღჭურვილია თანამედროვე სავენტილაციო სისტემებით.
მშენებლობა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ახალი რეგულაციების შესაბამისად.
მშენებლობის პროცესის ზედამხედველობა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ხორციელდება