ინფორმაცია

საერთო ფართი - 55.7

შიდა ფართი - 44.1

ჰოლი - 3.7

მისაღები ოთახი - 21.5

საძინებელი - 12.2

სველი წერტილი - 4.3

სესხის კალკულატორი

პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი Royal Vake, დემაქს ჯგუფის გამორჩეული პროექტია, თავისი ადგილმდებარეობითა და უნიკალური გეგმარებით. ბინა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირიდან 250 მეტრში მდებარეობს. საცხოვრებელ კომპლექსს 2 მისადგომი აქვს, ახალი გზის/კორტების მიმდებარედ და ყიფშიძის ქუჩის მხრიდან.

Royal Vake გარემოცულია 2 ჰექტარი რეკრეაციული ზონით, კეთილმოწყობილი ეზოთი და საბავშვო/სპორტული მოედნებით. მშენებარე ბინაში ასევე განთავსდება სასეირნო ბილიკები, ველოტრასა, საცურაო აუზი და სპა ცენტრი.
დახვეწილ არქიტექტურასთან ერთად კორპუსს საცხოვრებლად მიმზიდველს ხდის ენერგოეფექტური მასალებით დაპროექტებული მშენებლობა, რომელიც ინარჩუნებს ტემპერატურას და 35-40% ამცირებს კომუნალურ ხარჯებს.
შუშის აივნები, ვიტრაჟები და გერმანული ალუმინის კარ-ფანჯარა ბინას ნათელ და თანამედროვე ელფერს მატებს.

მშენებარე ბინა ვაკეში, მრავალი უპირატესობით გამოირჩევა, მათ შორის ერთ-ერთი გარემოა. აქ გაქვს შესაძლებლობა იცხოვრო ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოში, თბილისის ცენტრალურ ნაწილში; მშვიდ საცხოვრებელ სივრცეს 24 საათიანი დაცვის სისტემა აქვს; კონსიერჟის სერვისთან ერთად დიდი ლობი შეხვედრებისთვის იდეალური ადგილია, პანორამული ხედები, მშენებლობის მაღალი ხარისხი, ოთხსართულიანი ავტოსადგომი. როიალ ვაკე - ბინა ვაკეში, სადაც ყველაფერია შენი კომფორტული ცხოვრებისთვის.

ახლომდებარე ობიექტები ხეჩინაშვილის კლინიკა 2 წუთი (160მ)  თიბისი ბანკი 3 წუთი (250მ) თურქეთის საელჩო 4 წუთი  (300მ)  კორტები 5 წუთი (450მ)  ფიტნეს კლუბი ოკტოპუსი 5 წუთი (450მ)  კარფური 8 წუთი (650მ)  აგრო ჰაბი 9 წუთი (750მ)  ვენდისი 8 წუთი (650მ)  დანქინ დონატსი 8 წუთი (650მ)  ლიბერთი ბანკი 11 წუთი (850მ)  ვაკის პარკი 13 წუთი  (1000მ)

 

 

 

დემაქს ჯგუფი გთავაზობთ 0% შიდა განვადებას 20 თვის ვადით, გადახდა კი 3 ეტაპად ხდება:
1-  20% - წინასწარი შესატანი
2- 30% - გადანაწილდება შიდა ურპოცენტო 20 თვიან განვადებაზე
3- 50% - გადაიხდით პროექტის დასრულების შემდეგ.

დემაქს ჯგუფი მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა მსხვილ ბანკთან საქართველოში, რათა დაეხმაროს მობინადრეებს ფინანსური მოთხოვნების უზრუნველყოფაში.

ჭავჭავაძის გამზირიდან 250 მეტრში, ყიფშიძის მიმდებარედ. სიმყუდროვეს და ეკოლოგიას ქმნის რეკრეაციული ზონა, რომელიც დამტკიცებულია ქალაქ თბილისის გენერალური განაშენიანების პროექტში.

კონდიცია: მწვანე კარკასი

- ენერგოეფექტური მასალებით დაპროექტებული მშენებლობა, რომელიც ინარჩუნებს ტემპერატურას და 35-45% ამცირებს კომუნალურ ხარჯებს.

- ფასადი - იტალიური MAZZONETTO -ს მაღალი ხარისხის კომპოზიტური პანელი

- გარე კედლები - თერმოიზოლირებული პემზის ბლოკი XPS -ით და თერმო ლესვით.

- შიდა ტიხრები - ინდივიდუალური დაგეგმარება მომხმარებლის სურვილის გათვალისწინებით, გალესილი გაჯით.

- კარ-ფანჯარა- გერმანული კომპანია Hueck-ის ალუმინის ფროფილი და ორმაგი დაბალ ემისიური Saint Gobain - ის (ფრანგული) შუშა. 

- ხმაგაუმტარი და უსაფრთხო 2მმ მეტალის კარი

- სანტექნიკა -ხმაგაუმტარი “VALSIR” -ის მილები

- ჭერის სიმაღლე - 3.30 მ

- მოჭიმული იატაკი, გამზადებული პარკეტის დასაგებად.

- აივნები – მეტალი და ნაწრთობი შუშა.

- აივნის იატაკი - მოპირკეთებული უმაღლესი ხარისხის კერამოგრანიტის ყინვაგამძლე ფილებით.

- ლიფტი - ამერიკული ბრენდი OTIS

- უსაფრთხოების სისტემა - პერიმეტრის ვიდეომონიტორინგი