გარანტირებული შენაძენის შეთავაზება საქართველოს ბანკისგან

 
„გარანტირებული შენაძენი“ საქართველოს ბანკის ინოვაციური პროდუქტია, რომლის ფარგლებშიც დემაქს საბურთალოს პროექტში შეთავაზებული თითოეული ბინა ბანკის მიერაა დაზღვეული. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი რაიმე მიზეზით პროექტი არ დასრულდა, მომხმარებელს ზარალს ბანკი სრულად აუნაზღაურებს. აღსანიშნავია, რომ პროდუქტით სარგებლობა მომხმარებლის მხრიდან დამატებითი ხარჯის გაწევას არ საჭიროებს. შეთავაზება ვრცელდება როგორც ბინის იპოთეკით, ასევე ერთიანი გადახდით შეძენის შემთხვევაში.