image

საქართველოს ბანკის და დემაქს ჯგუფის თანამშრომლობა

2 weeks ago

დემაქს ჯგუფის პროექტი ბინა საბურთალოზე, ლენდმარკ ჯიქია სრულად დაფინანსებულია. საქართველოს ბანკსა და „დემაქს ჯგუფს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობს წამყვანი ბანკის მხრიდან დემაქს ჯგუფის ფინანსურ მხარდაჭერას, დეველოპერული პროექტების განვითარების მიზნით. საქართველოს ბანკსა და დემაქს შორის პარტნიორობის შედეგად სრულად დაფინანსდა LandMark Jiqia -ს მშენებლობა. მშენებლობის მონიტორინგს ახორციელებს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი, რაც იმის გარანტიაა, რომ პროექტის განხორციელება დაგეგმილ ვადაში დასრულდება. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში შეგიძლიათ ისარგებლოთ იპოთეკური სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამით და გამარტივებული იპოთეკური სესხის პირობებით.

სრულად ნახვა
image

განსაკუთრებული შეთავაზება სოლო მომხმარებლებს

2 weeks ago

განსაკუთრებული შეთავაზება სოლო • SOLO -ს მომხმარებლებისთვის Royal Vake - ის პროექტში. შეიძინე ბინა სპეციალურ ფასად როიალ ვაკის პროექტში, იცხოვრე პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში, ჭავჭავაძიდან 250 მეტრში და ისარგებლე იპოთეკური სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამით.   1 - საძინებლიანი აპარტამენტი   ბინის პარამეტრები: მდებარეობა: ბინა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირიდან 250 მეტრში, ახალი გზის და ყიფშიძის მიმდებარედ. ფართი: 54.7 მდგომარეობა: როიალ კარკასი, ბინის კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილი მდგომარეობა დამატებითი უპირატესობები: 2 ჰექტარი "მწვანე პარკი", ღია საცურაო აუზი, ფიტნეს და სპა ცენტრი, ველობილიკები, დაცული ტერიტორია, პანორამული ხედები, 4 დონიანი პარკინგი და სხვ.   სრული ღირებულება 68 500$   იპოთეკური სესხის პირობები: თანამონაწილეობა: 20 961 ₾ - დან თქვენ მიერ სესხზე გადასახდელი %: 6.4% დან ₾ -ში (სახელმწიფო სუბსიდირება: 4%) ყოველთვიური გადასახადი: 1957 ₾ დან (აქედან სუბსიდირების გათვალისწინებით, თქვენი გადასახდელ თანხა: 1460 ₾ - დან) სესხის ვადა: 20 წელი   აირჩიე ბინა  

სრულად ნახვა
image

პრემიუმ კლასის ბინები უცხოეთსა და საქართველოში?

6 months ago

დეველოპერული სექტორი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სფეროა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. დედაქალაქში ბინებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება, შესაბამისად, მისი შეძენა საუკეთესო ინვესტიციაა, რაც შეგვიძლია, განვახორციელოთ. სამშენებლო სექტორის განვითარებასთან ერთად, გაიზარდა მომხმარებლის მოთხოვნებიც. მაგალითად, იმ საცხოვრებელი კორპუსის ბინებზე უფრო მაღალია მოთხოვნა, რომელშიც უსაფრთხოება გათვალისწინებულია, აქვს გამწვანებული გარემო და რეკრეაციული ზონა, აქვს პარკინგი და ა.შ. რას გულისხმობს პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კორპუსების კონცეფცია? პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი კორპუსი უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებს, ენერგოეფექტურობას, კომფორტს, დიდ ლობისა და კონსიერჟის ან მიმღების საინფორმაციო მომსახურებას მოიცავს. ამასთან, პრემიუმ-კლასის საცხოვრებელ კოპუსში გათვალისწინებულია გამწვანების ფაქტორიც. აღნიშნული ტიპის შენობები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ნიუ-იორკში. ასეთ კორპუსებს ხშირად, საცურაო აუზიც ახლავს, რაც იქ ცხოვრებას კიდევ უფრო სასურველს ხდის. როგორ გამოიყურება პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კორპუსი საქართველოში? უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები, გამწვანება, საცურაო აუზი, სპორტული კომპლექსი, რეკრეაციული ზონა, დიდი ლობი, მიმღების მომსახურება და თანამედროვე ტრენდების მიხედვით გადაწყვეტილი ინტერიერი - სწორედ ამგვარი ტიპის საცხოვრებელი კორპუსი შენდება თბილისის გულში - ვაკის ტერიტორიაზე - როიალ ვაკე. კორპუსი ჭავჭავაძის გამზირიდან 250 მეტრის მოშორებით მდებარეობს და 20 000 კვადრატულ მეტრ გამწვანებულ ზონას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ პრემიუმ კლასის კომპლექსი Royal Vake არამხოლოდ ჩამოთვლილ ობიექტებს, არამედ უცხოური ტენდენციის მსგავსად, 24-საათიან დაცვის სამსახურს მოიცავს. უძრავ ქონებაში ინვესტიციის ჩადება უფრო მომგებიანია პროექტის განხორციელების დასაწყისში, რადგან დასრულებისას ყოველთვის უფრო მეტის გადახდა გვიწევს. “დემაქს ჯგუფის” ახალი პროექტიც, Royal Vake ჯერჯერობით, განხორციელების პროცესშია და მისი დასრულება 2021 წლის სექტემბერში იგეგმება. შესაბამისად, დღეს, პრემიუმ-კლასის ბინების ფასი უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე შეიძლება, ზაფხულის პერიოდში იყოს.  

სრულად ნახვა
image

დემაქსის ბიზნეს ცენტრი ონიაშვილზე

6 months ago

წარმატებით მიმდინარეობს დემაქსის ბინზეს ცენტრის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც 2020 წლის ზაფხულში დასრულდება. ა კლასის ბინზეს ცენტრების მშენებლობა დემაქს ჯგუფის კიდევ ერთი მიმართულებაა. დემაქსის ბიზნეს ცენტრი ონიაშვილზე, პოლონეთის საელჩოს გვერდით მდებარეობს.  ა კლასის, საერთაშირისო სტანდარტების ბიზნეს ცენტრი ჯამში  2 400 კვ.მ-ს მოიცავს, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებს მოემსახურება. 7 სართულიან კომპლექსს გააჩნია საკუთარი მიწისქვეშა ავტოსადომი, ლობი/რეცეფცია კონსიერჟის სერვისით, საქმიანი შეხვედრების ოთახები, ბარი ტერასაზე. თუ უძრავ ქონებაში ინვესტიციას ფიქრობ, ეს საუკეთესო შესაძლებლობაა.

სრულად ნახვა
image

ფუნდამენტის მოწყობის სამუშაოები -Bauer Group

7 months ago

წარმატებით დასრულდა დემაქს ჯგუფის ახალი პროექტის Royal Vake ფუნდამენტის მოწყობის სამუშაოები, რომელიც მსოფლიოს წამყვანმა გერმანულმა საერთაშორისო კომპანია ბაუერმა შეასრულა.როდესაც საქმე მშენებლობას ეხება, პირველი და უმნიშვნელოვანესი საფეხური საძირკვლის მოწყობაა. სწორედ ამიტომ, ეს საქმე მივანდეთ ისეთ სანდო და მსოფლიოში აღიარებულ ხარისხის სტანდარტს, როგორიც ბაუერ გრუპია.ფუნდამენტად გამოყენებულია საძირკვლის მოწყობის გავრცელებული ტიპებიდან ყველაზე საიმედო - ხიმინჯებით მოწყობა.Royal Vake -ს ფუნდამენტში გამოყენებული ხიმინჯების სიგრძე 60 მეტრამდე აღწევს და სრულყოფილად არის შესული კლდოვან ფენაში, რაც შენობის სიმყარის გარანტიაა.დემაქს ჯგუფი არის პირველი კომპანია თბილისში, რომელმაც მსგავსი მოცულობის საძირკველის სამუშაოები განახორციელა, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს პროექტის მშენებლობის მაღალ ხარისხს და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. ეს ,,როიალ ვაკეა" ოფისის მისამართი: ფალიაშვილის 26ტელეფონის ნომერი: 514 11 11 14

სრულად ნახვა
image

როიალ ვაკე - ახლომდებარე ობიექტები

1 year ago

საუკეთესო მდებარეობა - ბინა ვაკეში თუ ქა­ლა­ქის მთა­ვარ ობი­ექ­ტებ­თან ახ­ლოს ყოფ­ნა და ამავდრო­უ­ლად, სუფ­თა ჰა­ე­რი გინდა. დე­ვე­ლო­პე­რულ­მა კომ­პა­ნი­ამ Demax Group-მა ვა­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ი­წყო პრო­ექტ Royal Vake-ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­მე­ლიც რო­გორც დიდ რეკ­რე­ა­ცი­ულ ზო­ნას, ისე ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ცხოვ­რე­ბის კომ­ფორ­ტს გთა­ვა­ზობთ. Royal Vake - ეს არის პრე­მი­უმ კლა­სის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი, რო­მე­ლიც ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რი­დან  250 მეტრში შენ­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრო­ექ­ტი ქა­ლა­ქის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­დატ­ვირ­თუ­ლი ქუ­ჩის სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე­ობს, სა­დაც უამ­რა­ვი ბიზ­ნეს-ცენ­ტრი, ოფი­სი, კაფე და რეს­ტო­რა­ნია, კარგ ეკო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას ინარ­ჩუ­ნებს. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუსს გარ­შე­მო 20 000 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის მწვა­ნე სივ­რცე აკ­რავს და შე­სა­ბა­მი­სად, მშვი­დად ცხოვ­რე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლია.  Royal Vake კომპლექსის მცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის ერ­თგვარ გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ კომ­პლექსსაც წარ­მო­ად­გენს. სა­ცხოვ­რებ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია მო­ი­ცავს დიდ სა­ცუ­რაო აუზს, ფიტ­ნეს და სპა ცენ­ტრს, ჩოგ­ბურ­თის კორ­ტებს, სარ­ბენ ბი­ლიკს, ვე­ლო­ბი­ლიკს, სა­ბავ­შვო სპორ­ტულ და გა­სარ­თობ მო­ედ­ნებს. მყუდრო და ელეგანტური დიზაინის შენობა იცავს თავის მოსახლეობას ქალაქის ხმაურისგან. ახლომდებარე ობიექტები ხეჩინაშვილის კლინიკა 2 წუთი (160მ) თიბისი ბანკი 3 წუთი (250მ) თურქეთის საელჩო 4 წუთი  (300მ) მზიურის კორტები 5 წუთი (450მ) ფიტნეს კლუბი ოკტოპუსი 5 წუთი (450მ) კარფური 8 წუთი (650მ) აგრო ჰაბი 9 წუთი (750მ) ვენდისი 8 წუთი (650მ) დანქინ დონატსი 8 წუთი (650მ) ლიბერთი ბანკი 11 წუთი (850მ) ვაკის პარკი 13 წუთი (1000მ)

სრულად ნახვა
image

რას გთავაზობთ პრემიუმ ხარისხში

1 year ago

"Roya Vake - როიალ ვაკე" მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია ვაკეში, რომლის მშენებლობაში გამოიყენება ეკოლოგიურად უსაფრთხო და ენერგოეფექტური მასალები. პროექტი მოიცავს პრემიუმ სტანდარტების ინფრასტრუქტურას: მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი, კეთილმოყობილი ლობი, გამწვანებული სკვერები, საბავშვო მოედნები და დაცული ტერიტორია მობინადრეების მშვიდი და უსაფრთხო ცხოვრებისთვის. გთავაზობთ მაქსიმალური უმაღლესი ხარისხის, უსაფრთხოებისა და გამძლეობის იდეალურ სინთეზს ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად: ენერგოეფექტური მასალებით დაპროექტებული მშენებლობა, რომელიც ინარჩუნებს ტემპერატურას და 35-45% ამცირებს კომუნალურ ხარჯებს. ფასადი - იტალიური MAZZONETTO -ს მაღალი ხარისხის კომპოზიტური პანელი გარე კედლები - თერმოიზოლირებული პემზის ბლოკი XPS -ით და თერმო ლესვით. შიდა ტიხრები - ინდივიდუალური დაგეგმარება მომხმარებლის სურვილის გათვალისწინებით, გალესილი გაჯით. კარ-ფანჯარა- გერმანული კომპანია Hueck-ის ალუმინის ფროფილი და ორმაგი დაბალ ემისიური Saint Gobain - ის (ფრანგული) შუშა.  ხმაგაუმტარი და უსაფრთხო 2მმ მეტალის კარი სანტექნიკა -ხმაგაუმტარი “VALSIR” -ის მილები ჭერის სიმაღლე - 3.30 მ მოჭიმული იატაკი - გამზადებული პარკეტის დასაგებად. აივნები – მეტალი და ნაწრთობი შუშა. აივნის იატაკი - მოპირკეთებული უმაღლესი ხარისხის კერამოგრანიტის ყინვაგამძლე ფილებით. ლიფტი - ამერიკული ბრენდი OTIS შეარჩიე ბინა ვაკეში

სრულად ნახვა
image

დემაქს ჯგუფის ახალი პროექტი ვაკეში

1 year ago

Royal Vake, დემაქს ჯგუფის ახალი პროექტია რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის გამზირიდან 250 მეტრში, მშვიდ და გამწვანებულ გარემოში. სუფთა ეკოლოგიას და სიმყუდროვეს ქმნის რეკრეაციული ზონა, რომელიც დამტკიცებულია ქალაქ თბილისის გენერალური განაშენიანების პროექტით. Royal Vake ელიტარული 20 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსია, რომლის 4 სართული ეთმობა პარკინგს. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაში გამოიყენება სრულიად ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა მასალები, რაც ქმნის ჯანსაღ გარემოს თქვენი ცხოვრებისთვის. ბინა ვაკეში დახვეწილ არქიტექტურით გამოირჩევა.  კორპუსს საცხოვრებლად მიმზიდველს ხდის ასევე ენერგოეფექტური მასალებით დაპროექტებული მშენებლობა, რომელიც ინარჩუნებს ტემპერატურას და 35-45% ამცირებს კომუნალურ ხარჯებს. შუშის აივნები, ვიტრაჟები და უმაღლესი ხარისხის Schüco-ს ფირმის გერმანული ალუმინის კარ-ფანჯარა ბინას ნათელ და თანამედროვე ელფერს მატებს. როილა ვაკე - ბინა ვაკეში, სადაც ყველაფერია შენი კომფორტისთვის. ბინა ვაკეში

სრულად ნახვა